|
2026-11-26 13:50:57, 221 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკოს მუშაობის ქვაკუთხედია
კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკოს მუშაობის ქვაკუთხედია, არჩევნების გზით მოქალაქეთა ნების თავისუფალი გამოხატვა დემოკრატიის არსია, ამიტომ გამართული საარჩევნო პროცესი ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის საყრდენია - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკოს მუშაობის ქვაკუთხედია. „ეს თარიღი არ არის შემთხვევითი, ადგილიც სიმბოლურია. 1918 წლის 22 ნოემბერს სწორედ ამ შენობაში დაამტკიცა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა და აირჩია ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის პირველი შემადგენლობა. ეს იმ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით პროგრესული აქტი იყო. 108 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭისყრა დაადგინეს, ქალებსა და კაცებს კი თანაბარი ხმის უფლება მიანიჭეს. სწორედ ამ დოკუმენტს ეყრდნობა საქართველოს დღევანდელი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიხვეწა არჩევნების ორგანიზების წესები და დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები. ფორმები შეიცვალა, პრინციპები უცვლელი დარჩა. კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკოს მუშაობის ქვაკუთხედია. არჩევნების გზით მოქალაქეთა ნების თავისუფალი გამოხატვა დემოკრატიის არსია, ამიტომ გამართული საარჩევნო პროცესი ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის საყრდენია. ეს საქმე კომისიის თითოეულ თანამშრომელზე, თქვენს პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერ შრომაზეა დამოკიდებული", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე - კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკოს მუშაობის ქვაკუთხედია
დიმა ჯაიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო
“როცა საქმეს გაფართოება სჭირდება” - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Roots Coffee-მ ახალი ფილიალი გახსნა
შს მინისტრის მოადგილის პოსტზე შალვა თადუმაძე თეიმურაზ კუპატაძემ შეცვალა
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



