|
2026-11-26 13:27:07, 237 ნახვა
სპორტი
დიმა ჯაიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო
2026 წლის 1 დეკემბერს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ქართველი მსახიობის და საზოგადო მოღვაწისა დიმა ჯაიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. ღონისძიება ტარდება საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. საღამოს ორგანიზატორია „ქამელეონი + კულტურა“. საღამოს რეჟისორია გოჩა კაპანაძე, სცენარის ავტორი - ლელა არაბიძე, ხოლო მხატვარი და სცენოგრაფი - ანა ნინუა. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მსახიობები: მურმან ჯინორია, ლევან ბერიკაშვილი, მარინე კახიანი, ნანა ფაჩუაშვილი და ნანული სარაჯიშვილი. დიმა ჯაიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში ასევე მონაწილეობენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, რომელიც წარმოადგენს ორ ქორეოგრაფიულ კომპოზიციას, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით და ჯგუფი ,,ფორტე.“ საღამოს პროგრამა სრულად ეძღვნება დიმა ჯაიანის მრავალწახნაგოვან შემოქმედებით მემკვიდრეობას. წარმოდგენილი იქნება მისი კინემატოგრაფიული და თეატრალური მოღვაწეობის ამსახველი უნიკალური ვიდეომასალა, ფოტოკოლაჟები და საარქივო ჩანაწერები. მაყურებელი იხილავს ნაწყვეტებს დიმა ჯაიანის მიერ შესრულებული გამორჩეული როლებიდან, მათ შორის სპექტაკლებიდან „ბრძოლა ტახტისათვის“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ყვარყვარე თუთაბერი“. ,, სამეფოო ძველთა ძველო“, ,, ვალი“. ,,დარისპანის გასაჭირი“, ,,ღალატი“, ,,ირმის უკანასკნელი ბღავილი“ და ,, ზღვა რომელიც შორია“, ასევე დიმა ჯაიანის მიერ შესრულებული კინოროლების კოლაჟს. საიუბილეო საღამო კიდევ ერთხელ წარმოაჩენს დიმა ჯაიანის განსაკუთრებულ წვლილს ქართული თეატრის, კინოსა და კულტურის განვითარებაში და პატივს მიაგებს მის მდიდარ შემოქმედებით მემკვიდრეობას, რომელიც დღემდე მნიშვნელოვანი ნაწილია ქართული კულტურული მეხსიერებისა.
დიმა ჯაიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო
“როცა საქმეს გაფართოება სჭირდება” - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Roots Coffee-მ ახალი ფილიალი გახსნა
შს მინისტრის მოადგილის პოსტზე შალვა თადუმაძე თეიმურაზ კუპატაძემ შეცვალა
ბრიტანეთმა რეზერვისტებს ცივი ომის შემდეგ პირველად მოუწოდა მანევრებში მონაწილეობისკენ
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



