00:31 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 15:03:46, 421 ნახვა

პოლიტიკა
პრეს-სპიკერი: ამ გაჭირვების ჟამს ევროკავშირი საქართველოს უპირობო სოლიდარობას უცხადებს

საქართველოში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ, ევროკომისარმა ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, ქრისტოს სტილიანიდისმა და  ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა განცხადება გააკეთეს.

მათი თქმით,  ევროკავშირი საქართველოს უპირობო სოლიდარობას უცხადებს და ქვეყნის დასახმარებლად, სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად მზად არიან.

"ამ გაჭირვების ჟამს ევროკავშირი მხარში უდგას და უპირობო სოლიდარობას უცხადებს საქართველოს. ჩვენ ვწუხვართ თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში უწყვეტი წვიმიანობით გამოწვეული წყალდიდობის მსხვერპლთა გამო და თანავუგრძნობთ დაზარალებულებს. სწრაფი რეაგირების საკოორდინაციო ცენტრი უწყვეტად ადევნებს თვალყურს მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ვინარჩუნებთ კონტაქტს საქართველოს ხელისუფლებასთან და მზად ვართ ქვეყნის დასახმარებლად სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად, რომელმაც შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე, გამოიწვია დედაქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და ძირითადი მომსახურების შეჩერება",-აღნიშნულია მათ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics