|
2018-12-17 14:56:06, 970 ნახვა
საზოგადოება
ვაშაძე: ვიწყებთ აქციებს, რომლებიც არ შეწყდება არც ერთი დღე
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის გრიგოლ ვაშაძის ინფორმაციით, ხვალიდან საპროტესტო აქციები დაიწყება. როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია და ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. „გაერთიანებული ოპოზიცია“ კატეგორიულად მოვითხოვთ, უმოკლეს ვადებში გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები; თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები გაიმართოს პროპორციული სიით; ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და შევიდეს პოლიტიკურ პროცესში და დაბრუნდეს კრიმინალური მეთოდებიდან პოლიტიკურ პროცესში; მოვითხოვთ იმ პირების დასჯას, ვინც კომისიაში ბღუჯა-ბღუჯა ყარა ბიულეტენები; კატეგორიულად მოვითხოვთ იმ პიროვნების დასჯას, რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი; მოვითხოვთ ყველა იმ კრიმინალის დასჯას, ვინც გუშინ მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეებს თავს დაესხა“, - განმარტა გრიგოლ ვაშაძემ. მისივე თქმით, აქციები „არ შეწყდება არც ერთი დღე“.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)