13:11 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-16 14:14:45, 1432 ნახვა

საზოგადოება
ველისციხესთან, ოპოზიციის წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გრძელდება - არიან დაშავებულები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხესთან ვითარება კვლავაც დაძაბულია.  სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

„ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერები სამართალდამცველების ჯგუფის გარღვევას ცდილობენ, რათა თელავის მიმართულებით გზა ფეხით გააგრძელონ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე არის დაშავებული. შოთა დალაქიშვილს დაზიანება სახის არეში აღენიშნება.

დაშავებულის განცხადებით, მას რამდენიმე პირი დაესხა თავს. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

როგორც ცნობილია, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხესთან დაპირისპირებაა. დაპირისპირება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები გზის მხოლოდ ყვარლის მიმართულებით გაგრძელებას სთავაზობდნენ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics