|
2018-12-15 12:40:58, 2530 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია: ახალი სტარტაპები ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო „თიბისი ბანკის" მიერ ორგანიზებული ბიზნესდაჯილდოების ცერემონიაში და ნომინაციაში "წლის ქართული პროდუქტი" გამარჯვებული კომპანიის "გეფერინის" წარმომადგენელს ჯილდო გადასცა. აღნიშნული კომპანიის გარდა, ნომინანტები ასევე იყვნენ აგროკომპანია "ჰერბია" და სამედინიციო პრეპარატების მწარმოებელი კომპანია "ნეოფარმი". მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორებს საქართველოში ბიზნესსექტორის წახალისებისა და მათი საქმიანობის დაფასებისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მეტი მსგავსი ღონისძიება გაიმართოს. "ამიტომ მივესალმებით ასეთ ღონისძიებებს, რომელიც მოტივაციას აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესს იმისთვის, რომ კიდევ მეტი გააკეთონ," - განაცხადა გიორგი ქობულიამ. "ჩვენ, როგორც მთავრობა, ძალიან დიდი ყურადღებით და ძალიან დიდი გულისხმიერებით გიყურებთ ყველას და ჩვენ გვინდა თქვენი წარმატება იმიტომ, რომ გვერწმუნეთ, თქვენი წარმატება არის ჩვენი ქვეყნის წარმატება," - მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესდაჯილდოებაზე შეკრებილი საქმიანი სექტორის წარმომადგენლებს. გიორგი ქობულიამ ასევე ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესზე და განსაკუთრებული აქცენტი სტარტაპებისა და ახალი კომპანიების განვითარების მნიშვნელობაზე გააკეთა. "ჩვენთვის კერძო სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესი არის რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი. ის ახალი სტარტაპები, ახალი განვითარება, რომელსაც ვხედავთ ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი ქვეყნის განვითარების წარმატების საწინდარია," - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მან ასევე ყურადღება მიაქცია ეკონომიკის სამ სექტორს - სოფლის მეურნეობას, ფარმაციასა და ტყავეული ნაწარმის წარმოებას, რომელთა განვითარებაც ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებებია. თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოებაზე ჟიურიმ 18 ფინალისტიდან 6 გამარჯვებული კომპანია შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა: წლის ბიზნესი, წლის ქართული პროდუქტი, წლის სტარტაპი, წლის ტურისტული ბიზნესი, წლის ქალი მეწარმე და ბიზნესი დადებითი გავლენისთვის. ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები იყვნენ ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), "Impact Hub Tbilisi" და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში".
(NS)
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)