|
2018-12-15 11:13:31, 917 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო ჯილდოებით სულ 767 ადამიანის ღვაწლი აღნიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების 5 წლიან პერიოდში სახელმწიფო ჯილდოებით სულ 767 ადამიანის ღვაწლი აღნიშნა. საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიენიჭა: წითელი ჯვრის მოწყალების დას მარო მაყაშვილს, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკს მამია ალასანიასა და სოხუმის მერს, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა ერთადერთხელ გამოიყენა თამარ მეფის ორდენით დაჯილდოების უფლებამოსილება და აღნიშნული სახელმწიფო ჯილდო ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და სამოქალაქო თავდადებისათვის ირინა ენუქიძეს (სიკვდილის შემდეგ) მიანიჭა. ოქროს საწმისის ორდენი გადაეცა 24 უცხოელს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში. მათ შორის არიან: აშშ-ს თავდაცვის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ენდრიუ ვებერი,ევროპარლამენტის წევრი იოჰანნეს კორნელის ვან ბალენი,Khalilzad Associates-ის პრეზიდენტი ზალმაი მამოზი ჰალილზადი, Rumsfeld Foundation-ის ხელმძღვანელი დონალდ რამსფელდი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან ივ ლე დრიანი, კომპანია „გილიად საიენსის" აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი,მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი, ამერიკის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი დეიმონ უილსონი, სენატში საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ალენ გურნაკი, ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა წმინდა გიორგი სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა 26 ადამიანი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით - 52,
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)