|
2018-12-14 18:34:32, 2773 ნახვა
ეკონომიკა
„ნოვა“ EBRD-ის და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ინფრასტუქტურას აფართოებს
თბილისში, შპს „ნოვა“-ს 24 000 კვ.მ ფართობზე განთავსებული საწარმო და სასაწყობე ინფრასტრუქტურა გაიხსნა. პროექტი EBRD-ის და თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. ევრო სტანდარტების შესაბამისი საწარმოო ხაზების, სასაწყობე მეურნეობის გამართვას და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ჯამში 12 მილიონი ლარი დასჭირდა. პროექტის ფარგლებში „ნოვამ“ დამატებით 10 საწარმოო ხაზი დანერგა. მეტალოკრამიტის, პროფნასტილის სასახურავე მასალის, წყალსაწრეტი სისტემების, მეტალოპლასტმასის არმირების პროფილების საწარმოო ხაზები „ნოვას“ თბილისის და ბათუმის ფილიალებში განთავსდა. EBRD-ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში „ნოვაში“ შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტი OHSAS 18001:2007 ინერგება. კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს დააკმაყოფილოს ევროპის ეკონომიკურ ზონაში მოქმედი დირექტივები და შესთავაზოს მომხმარებელს პროდუქცია CE ნიშანდებით, რომლის მიხედვითაც დაცულია მომხმარებლის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და გარემო პირობები. „წარმოების გვერდში დგომა და დაფინანსება მნიშნელოვანია, როგორც ბანკისთვის ასევე, ქვეყნის ეკომონიკური განვითარებისთვის. ჩვენი მხარდაჭერით „ნოვას“ ახალი ქარხნის დაფინანსება მოხდა. თიბისის საშუალებით „ნოვამ“ შეძლო რესურსის მოძიება EBRD-დან საწარმოს განვითარების პროგრამის ფარგლებში, რამაც უზრუნველყო ევროპელი კონსულტანტების ჩართულობა საწარმოო პროცესების დახვეწაში“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვა“ 2007 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. ამ დროისთვის თბილისსა და ბათუმში კომპანიის საკუთრებაშია: საგამოფენო დარბაზები, სასაწყობე მეურნეობები, სასახურავე მასალების და აქსეუარების, პროფილების და პოლიეთილენის ავზების საწარმოები. „ნოვას“ ახალ საწარმოსა და სასაწყობე მეურნეობაში - 60 ადამინი, ჯამში თბილისის და ბათუმის ფილიალებში კი - 320 ადამიანია დასაქმებული.
(NS)
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)