|
2018-12-13 16:13:32, 1256 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - დეპუტატს, რომელიც სხდომების ნახევარზე მეტს არ ესწრება, უფლებამოსილება შეუწყდება
„ამოქმედდება კონკრეტული სანქციები დეპუტატების მიმართ, რომლებიც არ ესწრებიან სხდომას, არ მონაწილეობენ რეგისტრაციაში, გარდა ამისა, უკვე ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას უწყდება უფლებამოსილება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, კონკრეტული სანქციები ამოქმედდება რეგისტრაციასთან დაკავშირებითაც, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, გაცდენების პრობლემას დაძლევს. „გასული სესიების განმავლობაში, იყო რამდენიმე დეპუტატი, რომელიც არ დაესწრო სხდომების ნახევარზე მეტს სესიის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მომავალში ეს უკვე გახდება უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, თუ მომავალში განმეორდება ასეთი რამ. გარდა ამისა, რეგისტრაციასთან დაკავშირებით ამოქმედდება კონკრეტული სანქციები. ამით დაიძლევა ის პრობლემა, რომელიც არის დაკავშირებული გაცდენებთან",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ ეთიკის კოდექსის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. „ეთიკის კოდექსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვხედავთ, რომ ხშირად ირღვევა ეთიკის ნორმები, ხშირად ხორციელდება პროვოკაციები, ნიკა მელია არის ამის საუკეთესო ილუსტრაცია, რომელმაც უკვე მერამდენედ, საპარლამენტო თუ არა საპარლამენტო სივრცეში, მოაწყო პროვოკაცია, რასაც მოჰყვა უკვე ის სურათი, რომელიც არცერთ ჩვენგანს არ მოგვწონს. ეს არის მათი ხელწერა, თუმცა, ამას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენ როგორც პოლიტიკური პასუხი, ასევე, სამართლებრივი პასუხი და ამ სამართლებრივ პასუხს გვაძლევს ჩვენ რეგლამენტი იმ ეთიკის კოდექსით, რომელიც ამოქმედდება 16 დეკემბრიდან",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)