|
2018-12-12 15:16:46, 1051 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი იუსტიციის სახლთან გამართულ აქციას ქსენოფობიურად მიიჩნევს
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 10 დეკემბერს იუსტიციის სახლთან გამართულ აქციას შემაშფოთებლად მიიჩნევს და მას ქსენოფობიურს უწოდებს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის დაშვებას აპროტესტებდნენ, რა დროსაც ადამიანებს, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით, შენობაში შესვლისას დაბრკოლებას უქმნიდნენ. აქციის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის მქონე პირის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტსაც. აღნიშნული შემთხვევა ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოხატულ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს, რასის თუ კანის ფერის გამო, ადამიანების კონკრეტული უფლებების შეზღუდვა მოჰყვეს. აქციის მონაწილეთა ქმედებები, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების წახალისებას, ასევე შეიცავს ადამიანების წინააღმდეგ ეთნიკური წარმომავლობის გამო ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ამასთან, სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის მონაწილეთა ქმედება გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს - საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეკრების ჩატარებისას აკრძალულია შენობების შესასვლელების ბლოკირება, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებოდათ ვალდებულება, პროპორციული ღონისძიებების გატარების მეშვეობით, დაუყოვნებლივ აღეკვეთათ აქციის მონაწილეთა ქმედება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სრულად შეასრულოს დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება და სამართალდამცავმა ორგანოებმა მსგავს ფაქტებზე დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება. ამასთან, აუცილებელია, რომ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე დროული და ეფექტიანი გამოძიება ჩატარდეს, მათ შორის, მოხდეს დანაშაულის სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირება“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)