|
2018-12-12 15:12:13, 1502 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი ენმ-ს: ერთხელ ჩხუბი ჯობია მემგონი და უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა
„ერთხელ ჩხუბი ჯობია მემგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას თქვენ. ეს მართლა კრიმინალები“, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას, საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება ინაშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელსაც მელია საუბარს სხვადასხვა რეპლიკით აწყვეტინებდა. „მე შეგნებულად არ ვერევი და ვერთვები ამ დისკუსიაში. დამშვიდდით და მიხედეთ თქვენ თავს, თქვენ და სააკაშვილიც ერთი და იგივე ხართ. დრო მოვა, ყველა გასამართლდებით. თუ ვერ მშვიდდებით შეგიძლიათ იმკურნალოთ, წყალი დალიოთ, ჰაერზე გახვიდეთ. თქვენთან არ ვაპირებ მე არავითარ დისკუსიაში შემოსვლას. იმიტომ არ ვერევი ამ დისკუსიაში რომ ამ შემთხვევაში პრეტენზია მაქვს „ქართულ ოცნებასთან“. ხმა ჩაიკმინდე ახლა, გაჩუმდი და იჯექი მშვიდად. ჯერ ისედაც კვარტალში ერთხელ ჩნდები პარლამენტში, წყნარად იჯექი მანდ“, - განაცხადა ინაშვილმა. პარლამენტში სიტუაციის განსამუხტად დაპირისპირებაში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)