|
2018-12-12 12:37:12, 1121 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაცია მოხდება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ანძის მოდერნიზება იგეგმება. კალაძის თქმით, სატელევიზიო ანძის მოდერნიზებაზე კონცეფცია ესტონურმა კომპანიამ შეიმუშავა, რომელზეც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. საუბარია კომპანია "კოკო არქიტექსტზეა". როგორც კალაძემ განაცხადა, მათ რამდენიმე პროექტი განიხილეს და ორ ვარიანტზე შეთანხმდნენ. განხილვის პროცესში ჩართული იყო კულტურული საბჭო, ისტორიკოსები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. კახა კალაძის განცხადებით, შერჩეულ ორივე პროექტს ინტერნეტში განათავსებენ, რათა საზოგადოებრივი აზრი გაიგონ, "გვაინტერესებს საზოგადოების აზრი და დამოკიდებულება, თუ რომელი პროექტი უფრო მოსაწონი იქნება და სამომავლოდ რომლის განხორციელება იქნება საინტერესო. აქ განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც გათვლილი იქნება 300 ათას ვიზიტორზე. ამ პროექტის ფარგლებში ასევე უნდა განხორციელდეს რესტორანი, იქნება ზემოთ პანორამული გადმოსახედები. 75 მეტრი სიმაღლეზე იქნება ეს კონკრეტული ობიექტი. ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, დავასაქმოთ დაახლოებით 50 ადამიანი. პროექტის განხორციელება დაახლოებით 10 მილიონი დაჯდება. ჩვენ ამ პროექტს და ასევე პროექტს, რომელზეც მე წინასაარჩევნოდ ვსაუბრდი, ეს არის მუხიანის პროექტი რადიოქალაქი, მას უახლოეს ხანებში წარვუდგენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და მივაწვდით სრულ ინფორმაციას", - განაცხადა კახა კალაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)