|
2018-12-12 10:44:03, 982 ნახვა
საზოგადოება
„ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დაესწრო
სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე (IACC) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, სატყეო სექტორში არსებულ სახელმწიფო ხედვაზე და პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება სოფლის განვითარებისთვის უწყებათაშორისი კოორდინაციის ეფექტიან ფუნქციონირებაზეც გაამახვილა. „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომლის მიზანიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვით კლიმატის ცვლილების მიმართ გამძლე სოფლის განვითარების ხელშეწყობაა; ტყის მართვის გაუმჯობესებით, ასევე, მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების მიღებით, განათლებისა და ცნობიერების ამაღლებით, სოფლად შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაცია და ეკოლოგიური რისკების შემცირება უნდა მოხდეს. პროექტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო; სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)