11:39 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 17:36:17, 812 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე გაეროში აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ახალგაზრდა დიპლომატებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეროში აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაციის "გლობალური განათლების მოტივატორების" (Global Education Motivators) ხელმძღვანელს, ვეინ ჯეიკობს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ლიდერის სტატუსით გაეროს მთავარ შტაბ-ბინაში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც ,,გლობალური განათლების მოტივატორები" ახორციელებს და მოტივირებულ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო დონის კონფერენციებში. 

გაეროს ეგიდით აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი ხორციელდება. აღსანიშნავია გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა, რომელიც მიზნად ისახავს მოტივირებული ახალგაზრდების გაერთიანებული ორგანიზაციების საქმიანობაში ჩართვას.  მჯერა, რომ გაგრძელდება მსგავსი თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო განვითარებას და თანამშრომლობის ახალ დონეზე გადასვლას, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გაეროს საერთაშორისო კონფერენცია უკვე წლებია ხორციელდება და  არაერთი ქართველი მოსწავლე იყო აღნიშნული კონფერენციის მონაწილე. კონფერენცია გულისხმობს სარეზოლუციო პროექტის შემუშავებას, რომელიც გაეროს ახალგაზრდობის წარმომადგენელს გადაეცემა, როგორც რეკომენდაცია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საკითხში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics