|
2018-12-11 16:24:18, 1216 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - მივიღებთ კანონს, რომლითაც ორგანული პროდუქტების წარმოება, გადასახადებისგან სრულად გათავისუფლდება
„მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღებთ კანონს ორგანული პროდუქციის წარმოების გადასახადებისგან სრულად გათავისუფლების შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ საქართველოს მთა იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ უნიკალურ საგადასახადო შეღავათს მიიღებს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით, მთავრობამ შეიმუშავა სოციალური მხარდაჭერისა და სერვისების ხელმისაწვდომობის სამოქმედო დოკუმენტი, რომლსი მიხედვითაც, შემდეგ 300 000-ზე მეტი მთის მაცხოვრებლისთვის რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამასთან, ბახტაძემ საზოგადოებას გააცნო ის პროგრამები, რომელიც მაღალმთიან დასახლებებში განხორციელდება. „ჩვენი უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით, დღეს ჩვენ გვაქვს სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას, მაღალმთიან დასახლებებში მცხორებთა სოციალურ მხარდაჭერასა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას. დღეს მაღალმთიანი დასახლებების სტატუსი მინიჭებული აქვს 1730 დასახლებას, ამ სტრატეგიის განხორიციელების შემდეგ 300 000-ზე მეტი მთის მაცხოვრებლისთვის რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ეს არის ჩვენი მოსახლეობის თითქმის 10%. სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განითარებისა და ამ მიზნით მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესის ხელშეწყობა. ფერმერული მეურნეობის და კოორპორაციების განვითარება. ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტების ხელშეწყობა და მათი წარმოების მხარდაჭერა. გაგარძელდება სატრანსპორტო მიმოსვლის გასაუმჯობესებლად არსებული გზების რეაბილიტაცია და დაიგება ახალი გზები, რაც მოგვცემს საშუალებას სრულად გამოვიყენოთ მაღალმთიანი რეგიონების ეკონიმიკური და ტურისტული პოტენციალი. საამისოდ განვითარდება 4 სეზონზე გათვლილი ტურისტული ინფრასტურქტურა და სერვისები, ეკოტურიზმის პროგრამები. გაგრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. მთაში განთავსებული საწარმოებისა და ფერმერული მეურნეობის განვითარებისთვის მოხდება მეწარმეთა საჭიროებებზე ორიენტირებული საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და სასოფლო-სამეურნეო კოორპორატივის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების განვითარება. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღებთ კანონს ორგანული პროდუქციის წარმოების გადასახადებისგან სრულად გათავისუფლების შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ საქართველოს მთა იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ უნიკალურ საგადასახადო შეღავათს მიიღებს“, - განაცხადა პრემირმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)