|
2018-12-10 20:03:34, 1288 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სპეკულაციებს კავშირი არ აქვს პარტიის განახლების იმ გეგმასთან, რომელიც ივანიშვილმა დააანონსა
„ახლო მომავალში რაიმე ცვლილებების თაობაზე -ეს ეხება როგორც პარტიულ თანამდებობებს, ასევე, საპარლამენტო და სამთავრობო თანამდებობებს, იქ გვესმის სპეკულაციები და ამას კავშირი არ აქვს პარტიის განახლების იმ გეგმასთან, რომელიც დააანონსა პარტიის თავმჯდომარემ",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, გუნდის გაჯანსაღება და გადახალისება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რასაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. რაც შეეხება უშუალოდ, საკადრო ცვლილებებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს სპეკულაციებია, რასაც საფუძველი არ აქვს. „აქ ორი რამე არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში - ერთი ეს არის გუნდის გაჯანსაღება და გადახალისება, რაც არის ჩვენთვის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ამაზე საუბრობდა, ასევე, პარტიის თავმჯდომარე, როგორც მოგეხსენებათ და ამას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება მომდევნო ორი წლის განმავლობაში. მათ შორის, ჩვენ ვემზადებით, როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნებისთვის და ბუნებრივია, აქ ერთერთი მთავარი პრიორიტეტი არის გუნდის განახლება, გადახალისება. რაც შეეხება, უშუალო საკადრო ცვლილებებს, რომლებზეც ჩვენ გვესმის სპეკულაციები, ამ სპეკულაციებს არ აქვს საფუძველი. გუნდის განახლება არის ამოცანა, თუმცა, სპეკულაციები უშუალო, ახლო მომავალში რაიმე ცვლილებების თაობაზე -ეს ეხება როგორც პარტიულ თანამდებობებს, ასევე, საპარლამენტო და სამთავრობო თანამდებობებს, იქ გვესმის ჩვენ სპეკულაციები და ამას კავშირი არ აქვს პარტიის განახლების იმ გეგმასთან, რომელიც დააანონსა პარტიის თავმჯდომარემ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე შეფასებით, მოსახლეობის დაკვეთა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამოჩნდა, მდგომარეობს იმაში, რომ უნდა გაუმჯობესდეს გუნდისა და მართვის ეფექტიანობა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამის გაკეთება გუნდის გადახალისების გარეშე რთულია. „მოსახლეობის დაკვეთა გამოჩნდა ამ არჩევნებში. დაკვეთა მდგომარეობს იმაში, რომ უნდა გაუმჯობესდეს გუნდის ეფექტიანობა, მართვის ეფექტიანობა და ამის გაკეთება, ბუნებრივია, რთულია გუნდის გადახალისების, მუდმივი განახლების გარეშე და ჩვენი ამოცანა სწორედ ეს არის. მთავარი ამოცანა არის ის, რომ გუნდმა უნდა იმუშაოს უფრო ეფექტიანად იმისათვის, რომ განხორციელდეს რეფორმები, გატარდეს ის ცვლილებები, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, გუნდის განახლება. თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, რაზეც არის საუბარი მოკლევადიან პერსპექტივაში, სწორედ ეს არის სპეკულაციები. ჩვენ გვაქვს ხედვა, ჩვენ გვაქვს გეგმა იმისათვის, რომ გუნდი განვაახლოთ და ამის მიხედვით ვმუშაობთ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)