|
2018-12-10 18:56:35, 1027 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა საზოგადოებას ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ახალი ურნები წარუდგინა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა განათავსა და საზოგადოებას ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ის ურნები წარუდგინა, რომელიც უახლოეს მომავალში, თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე განლაგდება. საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე, ტურისტულ ზონებში - რუსთაველის გამზირზე, ორბელიანისა და გუდიაშვილის განახლებულ მოედნებზე, ასევე, აღმაშენებლის გამზირზე განხორციელდება. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ ქალაქში განსათავსებლად ნარჩენების სეპარაციის ისეთი ურნები შეისყიდა, რომელიც რამდენიმე განყოფილებისგან შედგება. „საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე, ახალ აღმაშენებელზე განხორციელდება, სადაც უკვე რეაბილიტაციაა ჩატარებული. ასევე, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე, თუმცა სამომავლოდ, რა თქმა უნდა, სეპარაციის ურნები მთელი ქალაქის მასშტაბით განთავსდება. ურნები პლასტიკური ბოთლების, შერეული ნარჩენის, ქაღალდისა და მინის სექციისგან შედგება. საქართველოში ბევრი კომპანიაა, რომელიც ნარჩენებს მეორად პროდუქტად ამუშავებს. ამიტომ, ჩვენ მათ მივცემთ შესაძლებლობას, ნარჩენებისგან სხვადასხვა პროდუქტი შექმნან“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალ ურნებზე შესაბამისი სექცია გათვალისწინებულია ასევე, მწეველებისთვის. „ხშირია შემთხვევები, როდესაც სიგარეტის ნამწვისგან ცეცხლი ჩნდება. ამიტომ, ქალაქში სეპარაციის ურნების განთავსება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)