|
2018-12-08 12:12:39, 1214 ნახვა
საზოგადოება
აუდიტი - თბილისის მერიამ „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ დაფუძნებისა და ლიკვიდაციის მიზანშეწონილობა უნდა შეისწავლოს
თბილისის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს შექმნილი ა(ა)იპ „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ დაფუძნებისა და ლიკვიდაციის მიზანშეწონილობა უნდა შეისწავლოს, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაშია აღნიშნული. აუდიტის სამსახურის შეფასებით, ცენტრისთვის გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ადმინისტრაციულ ხარჯებზე გაიხარჯა, ხოლო მისი ფუნქციონირება და მიზნები გრძელვადიან პერსპექტივაზე არ იყო გათვლილი. „თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 4 მარტის განკარგულებით18 დაფუძნდა ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქ. თბილისში მეწარმეობის განვითარებისა და ეფექტიანობის ხელშეწყობა, ხოლო ამოცანებს: მეწარმეთა გადამზადება და მათი სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება; ქ. თბილისში მოქმედი ან/და ასამოქმედებელი საწარმოების საექსპორტო (მათ შორის შემომყვანი ტურიზმის დარგში) პოტენციალის და რეალიზაციის მოცულობის გაზრდა; საწარმოთა მომსახურება მათი პოტენციალის ზრდის უზრუნველსაყოფად და სხვა. ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ მოქმედების პერიოდში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა 1 590.3 ათასი ლარით, მათ შორის ადმინისტრაციული ხარჯებმა 1 181.9 ათასი ლარი შეადგინა. წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით დადგინდა, რომ ცენტრის მიერ მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით 2015 წელს გახარჯულია 408.4 ათასი ლარი, რაც მთლიანი თანხის 26%-ს შეადგენს. მეწარმეობის ხელშეწყობის ფარგლებში ცენტრის მიერ დაფინანსებულია 2 დარგი, კერძოდ, „შემომყვანი ტურიზმი“ – 307.7 ათასი ლარი გახარჯულია რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უკრაინის ტურ-ოპერატორების მიღებაზე (თანხები ძირითადად გახარჯულია სასტუმრო და სარესტორნო მომსახურებაზე) და „სახალხო რეწვა“ – 100.7 ათასი ლარი გახარჯულია გამოფენების მოწყობაზე და სხვა ღონისძიებებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ დაფუძნების მიზანს წარმოადგენდა ქ. თბილისში მეწარმეობის განვითარებისა და ეფექტიანობის ხელშეწყობა, ამ მიმართულებით გამოყოფილი ფინანსური რესურსების მხოლოდ 26% დაიხარჯა, განხორციელდა მხოლოდ 2 ღონისძიება, შედეგად პროგრამის მიზნები სრულად ვერ იქნა მიღწეული. ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ ლიკვიდირებული იქნა დაფუძნებიდან 17 თვეში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ა(ა)იპ-ის შექმნისას არ იყო შემუშავებული გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი, შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმა. ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრზე“ გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი წილი გაიხარჯა ადმინისტრაციულ ხარჯებზე (შრომის ანაზღაურება, ოფისის, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციის ხარჯები და სხვა.), ხოლო მისი ფუნქციონირება და მიზნები არ იყო გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე. 2015-2016 წლებში გახარჯული 1 590.3 ათასი ლარი შესაძლებელია ჩაითვალოს, როგორც არაეფექტიანი ხარჯი. თბილისის მუნიციპალიტეტმა (შეაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) შეისწავლოს ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ დაფუძნებისა და ლიკვიდაციის მიზანშეწონილობა. ამასთან, არ დაუშვას მომავალში ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც შესაბამისობაში არ იქნება მუნიციპალიტეტის გრძელვადიან სტრატეგიასთან და სამოქმედო გეგმასთან", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაში.
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)