|
2018-12-07 16:45:10, 1364 ნახვა
საზოგადოება
„გადაიხდის თანხას, მიიღებს მარკებს“, - ფინანსთა მინისტრის მოადგილე „ომეგას“ პასუხობს
„თანხას არ იხდის კომპანია, შესაბამისად, ვერ იღებს მარკებს“, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „ომეგა ჯგუფს“. მისი თქმით, საწარმოს ხელოვნურ პრობლემებს არავინ უქმნის და აქციზურ მარკებს შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ მიიღებენ. „ერთი შემიძლია „ომეგასთან“ დაკავშირებით ვთქვა გადაიხადოს, რაც არის გადასახდელი, თუნდაც, მიმდინარე აქციზური მარკების ღირებულება და შესაბამისად მოხდება შესაბამისი რაოდენობის აქციზური მარკების გაცემა, რამდენჯერაც გადაიხდის, იმდენჯერ მოხდება. ხელოვნურად არ არსებობს, თანხას არ იხდის კომპანია, შესაბამისად, ვერ იღებს მარკებს. გადაიხდის თანხას, მიიღებს მარკებს, როგორც ეს მოხდა ოქტომბრის თვეში“, - ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, „ომეგა ჯგუფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და მის კონტრაქტორ კომპანიას „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას“ სასამართლოში უჩივის. „ომეგა ჯგუფი“ მოითხოვს, რომ შეწყდეს კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებები და დაუყოვნებლივ გაიცეს აქციზური მარკები, რათა საწარმომ მუშაობა გააგრძელოს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)