|
2018-12-06 16:37:23, 932 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციური სამსახური: საბადრაგო სამსახურთან დაკავშირებული ინფორმაცია არის მცდარი
სპეციალური პენიტენციური სამსახური გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხაურება და აცხადებს, რომ მასში მოყვანილი, საბადრაგო სამსახურთან დაკავშირებული ინფორმაცია არის მცდარი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საუბარია იმ სიუჟეტზე, რომლის თანახმადაც, ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი გ.მ. სასამართლოდან გამოყვანისას „ბადრაგმა“ კონკრეტულ პიროვნებას შეახვედრა. სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი სასამართლოში მიყვანის მომენტში არ იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში და მას სასამართლოში საბადრაგო სამსახურის თანამშრომელი ვერ მიიყვანდა. "რაც შეეხება მისი სასამართლოდან გამოყვანის მომენტს, ბრალდებულ გ.მ.-ს არც ამ დროს დახვედრია საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელი, რადგან, ზოგადი წესის მიხედვით, ბრალდებული პირი მხოლოდ მას მერე ხვდება პენიტენციური სამსახურის, და შესაბამისად, საბადრაგო სამსახურის სისტემაში, რაც მას შესაბამისი ორგანოები პენიტენციურ დაწესებულებაში წარადგენენ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)