|
2018-12-05 15:34:34, 1175 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: ავღანეთის მისიაში საქართველოს წვლილი ფაქტობრივად ნატო-ს წევრი ქვეყნის თანაწონადია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ეს სათანადოდ არის დაფასებული პარტნიორების მხრიდან. ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გამართული „მტკიცე მხარდჭერის მისიაში" მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კომენტირებისას განაცხდა. „აღნიშნულ მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი ფაქტობრივად თავსებადი და თანაწონადია ნატო-ს წევრი ქვეყნისა და ამას აღიარებენ ჩვენი პარტნიორები. მოგეხსენებათ ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ვართ და გარდა იმისა, რომ ჩვენი სამხედროები ნატოელი პარტნიორების მხარდამხარ იბრძვიან გლობალური გამოწვევების წინაშე, ასევე ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუჩენთ ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს“, -განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, საქართველოს ასევე გააჩნია მნიშვნელოვანი სატრანზიტო პოტენციალი, რომელის მიმართაც ნატო-ს მხრიდან მზარდი ინეტერსია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)