|
2018-12-04 20:00:59, 1391 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან უაღრესად პოზიტიური შეფასებები მივიღეთ
ბრიუსელი - ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით შეხვედრამ პოზიტიურად ჩაიარა და საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო უაღრესად პოზიტიური შეფასებები როგორც უშუალოდ მინისტერიალის ჩართულობის, ასევე საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით. „ძალიან კარგი შეხვედრა იყო, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ჯერ კიდევ შეხვედრამდე გვქონდა მისი უაღრესად პოზიტიური შეფასებები და მოლოდინები საქართველოსთან დაკავშირებით, კერძოდ მინისტერიალის კონტექსტში,და იმ თემებზე, რომელიც დაკავშირებულია ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებთან. ძალიან პოზიტიური შეფასება გვაქვს ყველა იმ რეფორმებთან დაკავშირებით,რომელიც ხორციელდება თავდაცვის, უსაფრთხოების, დემოკრატიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. კიდევ ერთხელ აღინიშნა რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში წევრობისთვის. შესაბამისად საუბარი შეეხება ნატო-ში ინტეგრაციასთან ჩვენს მოლოდინებს, ბუნებრივია, აუცილებელია, რომ ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებები ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში და ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ ინტეგრაციის პროცესში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა შეხვედრის კომენტირებისას. მისი თქმით, გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე, ისევე როგორც ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას, რუსეთის ფედერაციის აგრესიას რეგიონში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელში იმყოფება სადაც 4-5 დეკემბერს მიმდინარეობს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)