|
2018-12-04 16:07:27, 896 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში იოანე პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
დიდ დიღომში იოანე პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ქუჩა უკვე მოწესრიგებულია და იგეგმება გზის დახაზვა. „მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, როგორც სანიაღვრე, ისე წყალარინების სისტემა, ასევე, შეიცვალა გარე განათების ბოძები და დავაყენეთ ახალი, LED ტიპის სანათები, რომელიც ეკონომიურია და დაახლოებით ელექტროენერგიის 60-70%-ს ზოგავს. სადენები, რომლებიც ჰაერში იყო გადაჭიმული, მიწის ქვემოთ არის ჩატანილი და რაც მთავარია, გზაგამყოფი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და შეიძლება ითქვას, მანქანების პარკინგად იყო გადაქცეული, დღეს არის მოწესრიგებული და დარგულია ხე-მცენარეები. სამუშაოები, რაც დარჩა, არის დამატებით მიწის შეტანა, რაც გაზაფხულზე განხორციელდება, ბალახის დათესვა და გზის დახაზვა, რაც ძალიან მალე დაიწყება. ასეთი მიდგომები გვაქვს ჩვენ. გვინდა რომ ყველა ქუჩა ასე მოწესრიგებული იყოს თავიდან ბოლომდე“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელს, დაიგო ასფალტის ახალი საფარი, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. მთლიანად გამოიცვალა გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა 61 ერთეული LED სანათი. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „თი როუდი“ აწარმოებდა. რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ პეტრიწის ქუჩა გამწვანდა: ჯამში 513 ძირი, 7 სახეობის მერქნიანი მცენარე დაირგო, მათ შორის, 377 ძირი, 4 სახეობის ბუჩქი და 136 ძირი, 3 მეტრზე მაღალი, სამი სახეობის ხე. გარდა ამისა, იგეგმება ბალახის დათესვა ჰიდროთესვის პრინციპით.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)