21:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 14:23:40, 962 ნახვა

საზოგადოება
რატიანი: მოვითხოვ, განათლების სამინისტრომ უპასუხოს იმ კითხვებს, რომლებიც მიანიშნებენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე

 „მოვითხოვ, დღესვე უპასუხოს განათლების სამინისტრომ ყველა იმ კითხვას, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ახსნას მისი მოტივაცია“,  - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რატიანი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურს სადამსჯელო საშუალებად იყენებს.

„უკვე არაერთი შემთხვევაა, როცა განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურს იყენებს სადამსჯელო საშუალებად. სწორედ ასე იმოქმედა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან მიმართებაშიც. აუდიტის სამსახურის ვიზიტი ზუგდიდში  სამინისტროში მოქალაქის განცხადების შემოსვლის დღესვე (8 ნოემბერი) დაიგეგმა და მეორე დღიდან (9 ნოემბრიდან) დაიწყო აღნიშნული სამსახურის მიერ სკოლის ეგრეთწოდებული შემოწმება, რაც უკვე საჩვენებელი დამსჯელი ღონისძიება იყო წინასაარჩევნოდ ყველა დაუმორჩილებელი დირექტორისთვის.

აუდიტის სამსახურის სადამსჯელო ჯგუფის ერთი და იგივე შემადგენლობა ფიგურირებს პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლებული საგანმანათლებლო სისტემის არაერთი წარმომადგენლის საქმეში, მათ შორის აღსანიშნავია თბილისის 51-ე და 53-ე საჯარო სკოლის დირექტორების გათავისუფლების საკითხი, რომლებშიც სასამართლომ უსაფუძვლოდ და არარელევანტურად ცნო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და ორივე შემთხვევაში გააბათილა მათი გადაწყვეტილება.

ერთი და იგივე ფორმითა და დასკვნით 2012 წლიდან დღემდე ასზე მეტი საგანმანათლებლო სისტემის ხელმძღვანელი პირის გათავისუფლების საქმეა და მათთან დაკავშირებით არსებობს გონივრული ეჭვი თითოეულ საქმეში პოლიტიკური ანგარიშსწორების არსებობის შესახებ.

მოვითხოვ, დღესვე უპასუხოს განათლების სამინისტრომ ყველა იმ კითხვას, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ახსნას მისი მოტივაცია“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics