|
2018-12-01 14:25:50, 1098 ნახვა
საზოგადოება
შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ კონფერენციაზე მთავრობისადმი მიმართვა მიიღეს
შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ეროვნული კონფერენციის მონაწილეებმა მთავრობისადმი მიმართვა მიიღეს. ისინი აივ/შიდსის სტრატეგიაში გაწერილი ღონისძიებების შესასრულებლად მთავრობისგან ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითხოვენ. მიმართვას ხელი ასამდე მედიკოსმა და საზოგადოების წარმომადგენელმა მოაწერა. მიმართვაში წერია, რომ უზრუნველყოფილი უნდა იქნას ყველა გამოვლენილი აივ/შიდსით ავადმყოფის მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთან უზრუნველყოფილი იქნას ყველა მაღალი რისკის ჯგუფის პირთა ხელმისაწვდომობა ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებებზე. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 30 წლის წინ დაწესდა ეს დღე და ყოველწლიურად აღინიშნება მთელ მსოფლიოში. ღონისძიების ძირითადი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას აივ ინფექცია/შიდსის შესახებ. მოგეხსენებათ, ეს დაავადება გლობალური პრობლემაა მთელ მსოფლიოში, რომლითაც დღესაც დაინფიცირებულია 36-37 მილიონამდე ადამიანი, თუმცა მათგან უკვე 20 მილიონი გადის მკურნალობას. ეს დაავადება კარგა ხანია გახდა კონტროლირებადი, ანუ თუ მკურნალობ და იღებ მედიკამენტებს, მაშინ ცოცხლობ იმდენხანს, რაც ღმერთმა დაგიწესა", - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. საქართველოში დაახლოებით 10 500 ადამიანი ინფიცირებულია, მაგრამ გამოვლენილია და იცის თავისი სტატუსი 7 380-მა ადამიანმა. ანუ დაახლოებით 3000 ადამიანია ქვეყანაში, რომელიც არ არის დიაგნოსტირებული. აქედან გამომდინარე, 2018 წლის შიდსის მსოფლიო დღის დევიზია: „გაიგე შენი აივ სტატუსი!“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)