|
2018-12-01 11:42:29, 976 ნახვა
საზოგადოება
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. თარიღი შიდსის პანდემის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შიდსმა მსოფლიოში 2007 წლისთვის 25 მილიონი იმსხვერპლა, ხოლო დაახლოებით 38,6 მილიონი ვირუსმატარებელია, რაც მას ყველაზე დესტრუქციულ ეპიდემიად აქცევს ისტორიაში. მიუხედავად ბოლო დროს ანტირეტროვირუსული მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა მსოფლიოს მრავალ რეგიონში, 2005 წელს შიდსის ეპიდემიამ 3,1 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა; მათ შორის 570.000 ბავშვი იყო. მსოფლიო შიდსის დღის აღნიშვნის იდეა 1988 წელის შიდსის პრევენციის პროგრამით ჯანდაცვის მინისტრების სამიტზე გაჩნდა. მას შემდეგ ეს იდეა მრავალმა მთავრობამ, საერთაშორისო და საქველმოქმედო ორგანიზაციამ მიიღო მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება ვირუსს, შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი), რომელსაც ხალხმა 20 საუკუნის შავი ჭირი უწოდა, სადღეისოდ მიჩნეულია კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თერმობირთვული ომის შემდეგ. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ეს ვირუსი უშუალოდ აზიანებს ადამიანის დამცველ, ე. წ. იმუნურ სისტემას და მწყობრიდან გამოყავს იგი, რის შედეგადაც ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან სიმსივნური დაავადებები, როგორც წესი, სასიკვდილო შედეგით. თანამედროვე კლასიფიკაციით დაავადებას ეწოდება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსული ინფექცია (აივ ინფექცია), ხოლო საკუთრივ ტერმინით ''შიდსი'' აღინიშნება დაავადების მხოლოდ ბოლო სტადია, როდესაც გამოიხატება დაავადების ძირითადი კლინიკური ნიშნები. შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულთა 80%.
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)