|
2018-11-30 17:24:20, 1220 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი - ემოციური ხალხი ვართ, დღემდე დამარცხებულმა მხარემ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება არ სცნო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობას და ასევე განხილულ იქნა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. მათივე განმარტებით, პატრიარქმა ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ, ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა. თავის მხრივ, როს უილსონმა აღნიშნა, რომ დიდია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ელჩმა მტკიცე პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აშშ აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცის ფონზე მნიშვნელოვანია ქრისტიანული ღირებულებების და ოჯახის სიმტკიცის დაცვა და კმაყოფილებით აღნიშნა ამ კუთხით პრეზიდენტ ტრაპმის დამოკიდებულების თაობაზე. საპატრიარქოს განცხადებით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იცნობს საქართველოს და უყვარს საქართველო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა 25 წლის ასაკში პირველად ჩამოვიდა საქართველოში. მან დასძინა, რომ აშშ ძალზედ დაინტერესებულია იმით, რომ რაიმე ზიანი არ მიადგეს საქართველოს მოსახლეობის სულიერი ღირებულებების დაცვას და რომ ოჯახის სიმტკიცისთვის ზრუნვა მათთვისაც მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ასევე შეფასდა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. „არჩევნების პერიოდი ცოტა რთულია ჩვენთან, რადგან ემოციური ხალხი ვართ. დღემდე დამარცხებულმა მხარემ არ სცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისა“, - განაცხადა ილია მეორემ. ,,ჩემი პირადი შეხედულება გახლავთ, რომ საქართველომ უნდა გადალახოს ეს. დემოკრატია თავის თავში გულისხმობს როგორც გამარჯვებას, ასევე დამარცხებასაც და მე ვფიქრობ, რომ ბრძენმა ლიდერებმა, რომლებიც ზრუნავენ თავის ქვეყნაზე და ასევე ზრუნავენ თავისი პარტიის გრძელვადიან წარმატებაზე, უნდა აღიარონ ეს. მე ასევე ვურჩიე საქართველოს მთავრობასაც, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რაც გასცა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მოახდინონ იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რაც არსებობდა. რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს და აღიარონ გამარჯვებულის გამარჯვება“, - განაცხადა როს უილსონმა. შეხვედრის დასასრულს ილია მეორემ, როს უილსონს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)