|
2018-11-30 15:28:58, 932 ნახვა
საზოგადოება
ვანო მერაბიშვილის ადვოკატი იუსტიციის მინისტრს მიმართავს და ყოფილი პრემიერისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას მოითხოვს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, სამედიცინო კვლევები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ ჩაუტარდა, არასაკმარისია. როგორც ადვოკატმა განმარტა, შესაბამის განცხადებას ის სახალხო დამცველის აპარატის ექსპერტიზაზე დაყრდნობით აკეთებს. კერძოდ, ჩივიაშვილის თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის ორგანიზმში ლიმფოციტების რაოდენობა მომატებულია, რომლის გამომწვევი მიზეზიც შესაძლოა, რაიმე ვირუსილი ინფექცია იყოს. ამიტომ, ქომბუდსმენის აპარატი და ყოფილი შს მინისტრის ადვოკატები იუსტიციის სამინისტროს მიმართავენ, რათა მერაბიშვილს დამატებითი გამოკვლევები, ჩაუტარდეს. “აღმოჩნდა, რომ ივანე მერაბიშვილისთვის ჩატარებული კვლევები არ იყო სრულფასოვანი. სისხლის საერთო ანალიზში დააფიქსირა ექსპერტმა, რომ ლიმფოციტების რაოდენობა მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან იქნა მომატებული, რომელიც დღემდე არ არის დაწეული. შესაბამისად, მას არ უტარდება არანაირი მკურნალობა. მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რთული, რომ მას სისხლში ამ ეტაპზეც აქვს მომატებული ლიმფოციტები, რაც ნიშნავს იმას, რომ მის ორგანიზმში არის ვირუსი. ეს ვირუსი რას გამოიწვევს ერთი კვირის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ ან უახლოეს პერიოდში არავინ არ იცის იმიტომ, რომ კიდევ ვიმეორებ, ადამიანს, რომელიც უკვე მეექვსე თვეა, არის ცუდად, დიაგნოზი ვერ დაუსვეს“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)