|
2018-11-29 21:58:57, 1360 ნახვა
პოლიტიკა
NGO-ები: ყალბი პირადობის მოწმობების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შესაძლოა არასანდო იყო
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, ყალბი პირადობის მოწმობების შესახებ მათ მიერ გავრცელებული ცნობა შესაძლოა არასანდო იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს. NGO-ებს განმარტება მას შემდეგ მოუხდათ, რაც არჩევნების დღეს არც ერთ უბანზე ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენების ფაქტი არ გამოვლენილა. „ჩვენ ყოველ შემთხვევაში ამის დამადასტურებელი ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ, რომ ასეთი სქემა რეალურად განხორცილედა. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თავს ვერ დავდებ, რომ რეალურად ვინც ინფორმაცია მოგვაწოდა, 100 პროცენტით არის სუფთა“, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერმა, ლევან ნატროშვილმა. პირველწყაროს, ანუ სიყალბის ავტორს არასამთავრობოები ისევ არ ასახელებენ. „ყალბი პირადობის მოწმობების უშუალოდ აღმოჩენილი ფაქტები ნამდვილდ არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეტი რამ შესაძლოა სხვაგან არ ყოფილიყო. ვინც ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდა შეიძლება ვინმეს მხარდამჭერი იყო, ამას ვერ დავადასტურებ“, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ. შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე ინფორმაცია გაავრცელეს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა. პროკურატურამ კი გამოძიება დაიწყო.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)