|
2018-11-28 19:19:54, 1135 ნახვა
პოლიტიკა
ISFED ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობაზე ინფორმაციას ავრცელებს
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კვლავ გრძელდება საარჩევნო უბნების მიმდებარედ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტებისა და ე.წ. კოორდინატორების მობილიზება მოსული ამომრჩეველების აღრიცხვის მიზნით. ორგანიზაციის ცნობით, ცალკეულ შემთხვევებში, ხმის მისაცემად მისული ან არმისული ამომრჩევლის აღრიცხვას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საარჩევნო უბანზე ახორციელებდნენ. ISFED-ის შეფასებით, აღნიშნული საქართველოში არჩევნებზე დამკვიდრებული ნეგატიური ტენდენციის გაგრძელებაა და წარმოადგენს ამომრჩევლის ნების კონტროლის მცდელობას. "საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა სხვადასხვა პროცედურული დარღვევები, მათ შორის ნიშანდობლივია გადასატან ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული ხარვეზები. 15-საათიდან ამ დრომდე პერიოდში სხვა პროცედურული ხასიათის დარღვევებს მასშტაბური სახე არ ჰქონია. ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობა #32 გორის საარჩევნო ოლქის #3, #15, #17, #48, #50, #62, #64, #91, #92 და #96 საარჩევნო უბნების მიმდებარედ იყო ხალხმრავლობა, მათ შორის უმეტესად - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #2, #3, #4, #12 და #16 საარჩევნო უბნებზე მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელები, რომლებიც დამკვირვებლის გამოჩენისას მალავენ სიებს. დამკვირვებელი ასევე შეესწრო საუბარს, თუ როგორ ამბობდა პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი რომ კიდევ მოიყვანდნენ ამომრჩევლებს. #80 ქედის საარჩევნო ოლქის #11, #17, #24 და #29 საარჩევნო უბნებთან მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #38, #73 და #90 საარჩევნო უბნებთან მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით მანქანები და სავარაუდოდ კოორდინატორები. #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #45, #46 და #47 საარჩევნო უბნებზე გარეთ იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მანქანებით, რომლებიც აღრიცხავნენ ვინ მოვიდა და ვინ მისცა ხმა მათ მხარდაჭერილ კანდიდატს. #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #91 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, რომ ამომრჩევლები სოფელ ბაშიდან სამარშუტო ტაქსით ჩამოიყვანეს. #27 მცხეთის საარჩევნო უბნის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ ე.წ. კოორდინატორმა განაცხადა, რომ ამოწმებს ის ადამიანები მოდიან თუ არა არჩევნებზე ვისთანაც აგიტაცია განახორციელეს. #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #93 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი უბანზე ინიშნავდა მოსული ამომრჩევლების ვინაობას. #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი აღრიცხავდა არჩევნებზე არ მისულ ამომრჩევლებს, რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ შეწყვიტა. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი გამოიტანა, სადაც შესაძლებელი იყო მისი არჩევანის დაფიქისრება. აღნიშნული სახის დარღვევა მანამდეც რამდენჯერმე დაფიქსირდა მოცემულ საარჩევნო უბანზე. დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #35 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირება უნდოდა, რისი საშუალებაც მას თავმჯდომარემ და მდივანმა არ მისცეს. სიტყვიერი დაპირისპირება უბანზე #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #35 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კომისიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რაც კომისიის სხვა წევრების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში იყო 31 ამომრჩეველი. კომისიის წევრებს გაატანეს 35 ბიულეტინი. ხმა მისცა 30 ამომრჩეველმა, მაგრამ კომისიის წევრებმა 5 ბიულეტინის ნაცვლად 4 ბიულეტინი დააბრუნეს. საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #72 საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთში არასწორად მიუთითეს ამომრჩევლის პირადი ნომერი, რის გამოც ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა. სიასთან დაკავშირებული ხარვეზი #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #85 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სიაში გარდაცვლილი შვილის სახელი აღმოაჩინა. მარკირებით არჩევნებში მონაწილეობა #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს დაუფიქსირდა მარკირება, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ და ნაკადის მომწესრიგებელმა ხმის მიცემის უფლება მისცეს. არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი უბანზე ვადაგასული პირადობის მოწმობით დაუშვეს, ხელი მოაწერინეს სიაში და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინეს დოკუმენტის ვადის გასვლის შესახებ და აღარ მიაცემინეს ხმა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)