19:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 14:36:22, 1633 ნახვა

საზოგადოება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ამომრჩეველთა მონაცემების კანონდარღვევით დამუშავების ფაქტებზე რეაგირებას მოახდენს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კომპეტენციის ფარგლებში მზადაა, რეაგირება მოახდინოს ამომრჩეველთა მონაცემების კანონდარღვევით დამუშავების ნებისმიერ ფაქტზე, - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ამომრჩეველთა სია და მასში არსებული ინფორმაცია პერსონალური მონაცემებია და მათი დამუშავებისთვის საჭიროა კანონით დადგენილი საფუძვლის არსებობა და პრინციპების დაცვა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების კოორდინატორებს საარჩევნო უბნებთან ხელთ აქვთ ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიები, საყურადღებოა და დამატებით შესწავლას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, დადგინდეს რა ტიპის სიებს ეხება საქმე, როგორ მოხდა მათი მოპოვება და როგორ ხდება მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების გამოყენება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სთხოვს დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები და დამატებითი ინფორმაცია.

წინასაარჩევნო პერიოდში ინსპექტორის აპარატს დაწყებული აქვს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული 10-მდე სხვადასხვა საკითხის შესწავლა, მიმდინარეობს არაერთი მოქალაქის განცხადების განხილვა და მზად ვართ კომპეტენციის ფარგლებში მოვახდინოთ რეაგირება ამომრჩეველთა მონაცემების კანონდარღვევით დამუშავების ნებისმიერ ფაქტზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics