|
2018-11-26 19:01:27, 1445 ნახვა
საზოგადოება
სროლა კაფე „სტრადასთან“ - დაჭრილია ერთი ადამიანი
თბილისში, კაფე "სტრადასთან" სროლა იყო, რის შედეგადაც ერთი პირია დაჭრილი. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით, მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს და საპატრულო პოლიციას არ დაელოდა. მან ტერიტორია თავად დატოვა. მომხდარს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა შეესწრო. მისი თქმით, დაჭრილს პირველადი დახმარება კაფეშივე აღმოუჩინეს. „ვიჯექით აქ მე და ჩემი მეგობარი. ვსვამდით ყავას და სადღაც 10 მეტრის უკან, ამ ვერანდაზე, მოპარვით როგორც ჩანს 5-ჯერ თუ 6-ჯერ ესროლეს და ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა. შიგნით შემდეგ ფეხზე გადავუჭირეთ „ჟგუტი“ და უთხარით რომ საავადმყოფოში წაგიყვანთო და "არა, არა, ჩემით წავალო" და როგორც ჩანს თავისით წავიდა. სასწრაფოს არ დაელოდნენ და პოლიციაც ერთი 10 წუთის შემდეგ მოვიდა. სასიკვდილო ჭრილობა როგორც ჩანს არ აქვს“, - განაცხადა ნიკა რურუამ. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)