|
2018-11-24 12:52:48, 1065 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერი კახა კალაძე ლილოში „იტონგის“ (Ytong) ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ქარხანა პროდუქტს ქართული მასალებისგან დაამზადებს და ამასთან, 200-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. „დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო - ბლოკის ქარხნის მშენებლობა. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ყველასთვის ცნობილი გერმანული ბრენდი - „იტონგი“, რომელიც სამშენებლო სექტორში საქმიანობს. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამ პროდუქტის შექმნა მთლიანად ქართული მასალებით, საქართველოში მოპოვებული წიაღისეულით მოხდება. დაახლოებით 200-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება და 2019 წლის ივნის-ივლისში დასრულდება. სამუშაოები „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად მიმდინარეობს და მასში დაახლოებით 50 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. როგორც ქალაქის მერი, ასეთი პროექტების განხორციელებას მივესალმები, რადგან დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანიანია“, - განაცხადა კახა კალაძემ აღნიშნული პროექტი „საპარტნიორო ფონდის“, ქართული კომპანია „არქი ჯგუფისა“ და გერმანული კომპანია „ქსელა გრუპის“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება და საქართველოში ენერგოეფექტური სამშენებლო გაზობლოკების წარმოებას გულისხმობს. ლილოში ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე და დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია გაეცნენ.
(NS)
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)