|
2018-11-23 20:06:03, 1272 ნახვა
საზოგადოება
ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა
თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონში, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალაშენებული სატრანსპორტო კვანძი გახსნა. თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, ესტაკადაზე მოეწყო ტექნიკური ტროტუარი, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათების სისტემა LED სანათებით, სკვერი და ესტაკადიდან სკვერში ჩასასვლელი ლითონის კიბე. გარდა ამისა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა კომუნიკაციებს. „დღეიდან ავტომობილით აქ გადაადგილება ყოველგვარი პრობლემისა და საცობების გარეშე იქნება შესაძლებელი. ეს არის პირველი ეტაპი. რაც შეეხება მეორე ეტაპს - თამარაშვილის კვანძს, მუშაობენ ექსპერტები და ვნახოთ რამდენად იქნება შესაძლებელი და რამდენად იქნება მეორე ეტაპის პროექტის განხორციელების საჭიროება. ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა პანდუსის პროექტი. მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები , რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ასევე დამონტაჟდა ახალი გარე განათებები თავისი ევროპული ტიპის LED სანათებით, გზაგამყოფებზე არის მწვანე სივრცე მოწყობილი, სადაც დაახლოებით 400-მდე ხე-მცენარე დაირგო. ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა პატარა სკვერი და ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, ისარგებლონ ამ გამწვანებული სივრცით. ძალიან სასიამოვნო მწვანე გარემოა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომრეობაში იყო. ამ პროექტის ფარგლებში კი ყველაფერი მოწესრიგდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოში 165-მეტრიანი სატრანსპორტო კვანძი არაიმპორტირებული, საქართველოში დამზადებული ელემენტებით აშენდა. ხიდი უკვე გამოიცადა დინამიურ 200-ტონიანი დატვირთვაზე, რაც წარმატებით დასრულდა. ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი უზრუნველყოფს აღნიშნულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას, განტვირთავს საცობებს საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში და შეამცირებს ტრანსპორტის გადაადგილების დროს. სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომელსაც თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს " კონსთრაქშენ სერვისი" აწარმოებდა, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 968 933 ლარი დაიხარჯა. სამუშაოების შედეგს ადგილზე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და მაია ბითაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატები.
(NS)
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)