|
2018-11-23 10:44:29, 905 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საკრებულოში ღონისძიება „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ“ გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სამშვიდობო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ღონისძიება სახელწოდებით „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ“ გაიმართა. ღონისძიებაზე მოეწყო წიგნის „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ“ პრეზენტაცია. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე და მასში სახალხო დიპლომატიის როლის გაძლიერებაზე, ხაზი გაესვა ამ პროცესებში სამშვიდობო პლატფორმის შექმნის აუცილებლობას. პარალელურად, საკრებულოს შენობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგამოფენა მოეწყო. ღონისძიების ბოლოს წიგნის შექმნაში მონაწილე ყველა პირს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, წიგნის „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ“ ავტორთა ჯგუფი და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)