|
2018-11-22 15:12:03, 862 ნახვა
საზოგადოება
„ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ დასკვნითი კონფერენცია ლევან დავითაშვილმა ლიეტუველ კოლეგასთან ერთად გახსნა
საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ დასკვნითი კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა, კესტუტის ნავიცკასმა გახსნეს. ლევან დავითაშვილმა საქართველოს სატყეო სექტორის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონფერენციის მონაწილეებმა ლიეტუვას, უნგრეთისა და სლოვაკეთის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ 18 თვის განმავლობაში მომზადებული რეკომენდაციები და განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი ნაწილი ითვალისწინებს ეროვნული სატყეო კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას და სატყეო სექტორში მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას; აგრეთვე, მერქნული რესურსებით უკანონო სარგებლობისა და ვაჭრობის აღმოფხვრას. ჩამოთვლილი ვალდებულებების უკეთ შესასრულებლად, 18 თვის განმავლობაში, მიმდინარეობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“. შეხვედრას სატყეო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ლიეტუვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პოდჟუნასი, საგანგებო ელჩი, აღმოსავლეთ პარტნიორობის კოორდინატორი სიმონას შატუნასი, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი, და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ფრეზეთში „მზის პანელების“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა და ლიეტუვას რესპუბლიკის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)