|
2018-11-21 12:03:05, 995 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონის მოსახლეობას 2019 წელს ასაშენებელი ბაღების პროექტები გააცნეს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მომავალ წელს დედაქალაქში 11 ახალ საბავშვო ბაღს ააშენებს. ახალი ბაღების პროექტები სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ადგილობრივ მოსახლეობას გამგებელთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად წარუდგინა. კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, თბილისის მერის დაპირება ქალაქში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღების მშენებლობის შესახებ სრულდება და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. „ისნის რაიონში უახლოეს მომავალში დაიწყება ახალი ბაღების მშენებლობა. დღეს ჩვენ ასევე წარვადგინეთ 11 ახალი ბაღის პროექტი, რომელიც თბილისის ექვს რაიონში აშენდება. შესაბამისად თბილისს შეემატება 11 ახალი ბაღი, 3000-მდე ბავშვს მივიღებთ დამატებით და ამ ბაღების გახსნის შედეგად, 600-მდე ადამიანს დავასაქმებთ,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. 2019 წლის პროექტებიდან ორი ბაგა-ბაღი ისნის რაიონში, საინგილოსა და ნავთლუღის ქუჩებზე აშენდება. ადგილობრივ მოსახლეობას გამგებელი კახაბერ ლაბუჩიძე, მაჟორიტარი დეპუტატები - ნინო ლაცაბიძე და ბექა ნაცვლიშვილი შეხვდნენ და მათ ბაღების მშენებლობის დეტალებზე ესაუბრნენ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)