|
2018-11-20 12:11:55, 905 ნახვა
საზოგადოება
„ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა“ - მხარს ვუჭერთ ზურაბიშვილს, მან ემიგრანტული ცხოვრების სიმძიმე გამოსცადა
„აღშფოთებას გამოთქვამს საქართველოში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წევრთა მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის ამსახველი განცხადებების გამო, რომელმაც განსაკუთრებით სახიფათო სახე საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის დანიშვნის შემდეგ მიიღო“, - ამის შესახებ განცხადებას „ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა“ ავრცელებს. „ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა“ საქართველოს მთავრობასა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ, რათა კანონის შესაბამისად დაეკისროთ პასუხისმგებლობა მათ, ვინც სიცოცხლის ხელყოფის მუქარით ემუქრება ქალ საპრეზიდენტო კანდიდატს. „ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა“, მხარს უჭერს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, როგორც გამოცდილ პოლიტიკოსს და საქართველოს პირველი პოლიტიკური ემიგრაციის ერთ ერთი ოჯახის შთამომავალს, რომელმაც თავის თავზე გამოცადა ემიგრანტული ცხოვრების ყველა ის სიმძიმე, რასაც ჩვენ ყოველდღიურად შევიცნობთ. დუმილის უფლება აღარ გვაქვს,რადგან ემიგრაციაში დაბადებული ჩვენი შვილები და შვილიშვილები მომავალში აუცილებლად უნდა იყვნენ დაზღვეულნი მსგავსი აგრესიისა და ცილისმწამებისაგან. ჩვენ, ყველა ემიგრანტი „სამშობლოს გარეთ- სამშობლოსათვის“ ვცოცხლობთ და არავის მივცემთ უფლებას დემაგოგიური და დისკრედიტაციული მეთოდებით წაგვართვას ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში სრული ჩართულობის კონსტიტუციური და მორალური უფლება. „ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის“ წარმომადგენლობები საქართველოსა და საზღვარგარეთ (თბილისი; აშშ-ნიუ იორკი; საბერძნეთი-ათენი, სალონიკი, კალამატა; იტალია- ბარი; ესპანეთი-ვალენსია) მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ გამოიძიოთ და კანონის შესაბამისად დააკისროთ პასუხისმგებლობა ცილისმწამებლებს, ქალთა უფლებების დამრღვევებსა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ავტორებს, რაც ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში ხორციელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)