|
2018-11-20 10:51:00, 1189 ნახვა
საზოგადოება
ბახტაძე: სესხის აღების უფლება ყველას უნდა ჰქონდეს და პროცედურები მაქსიმალურად უნდა იყოს გამარტივებული
„სესხის აღება და პროცედურები მაქსიმალურად უნდა იქნას გამარტივებული და მისი აღების უფლება თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ სესხის გაცემის პირობები არ უნდა იყოს ისეთი, რომ მივიღოთ ისეთი სესხების გაცემა, რომელიც წინასწარ განწირულია გაკოტრებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საპროცენტო განაკვეთში რისკს ძალიან მნიშვნელოვანი წილი აქვს და ხელისუფლების არგუმენტი სწორედ ისაა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამ რისკს ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის შეამცირებს, თავის საკრედიტო პორტფელში, რაც ავტომატურად გამოიწვევს სესხებზე პროცენტების დაწევას. „ეს ეკონომიკისთვის და თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მძიმე ტვირთი გახდება. ამ 700 000 ადამიანის უმრავლესობას, ვინც დღეს შავ სიაშია, ვალდებულება ისე ჰქონდა აღებული, რომ ისინი წინასწარ იყვნენ განწირული იმისთვის, ამ ვალდებულებას რომ ვერ შეასრულებდნენ. ან, თუ ვერ შეასრულებდნენ, მაშინ, ბინას, ან სხვა ტიპის ქონებას დაკარგავდნენ“, – განაცხადა ბახტაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)