|
2018-11-19 18:31:02, 1380 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე USAID-ის სოფლის მეურნეობის ახალი პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო
ქუთაისის დემოკრატული ჩართულობის ცენტრში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როლ ვილსონთან და USAID-ის მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად, USAID-ის სოფლის მეურნეობის ახალი პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. USAID-ის ახალი პროგრამა მობილიზებას გაუწევს USAID-ის პარტნიორ წამყვან აგრობიზნესებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას დამწყებ კომპანიებს გაუზიარებენ. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, დაგეგმილია 3 000 სამუშაო ადგილის შექმნა, აგრობიზნესის გაყიდვების 60 მილიონი დოლარით გაზრდა და 7 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიციების მოზიდვა. შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ახალი პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული დაგროვილი გამოცდილება, რათა მომავალშიც არაერთი წარმატებული ბიზნესმოდელი შეიქმნას. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როლ ვილსონის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას. სოფლის მეურნეობის ახალი პროგრამის დაწყება საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როლ ვილსონთან და USAID-ის მისიის დირექტორთან პიტერ ვიბლერთან ერთად, USAID/REAP პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო „ჰერბია“ დაათვალიერა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)