04:18 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 14:17:07, 1270 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისეობის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისეობის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოხალისეებს სპეციალური სახანძრო აღჭურვილობა გადაეცემათ, რათა რთული რელიეფის მქონე ადგილებში, მეხანძრე-მაშველების მისვლამდე პირველადი რეაგირება მოახდინონ.

„დავიწყებთ საქართველოში მოხალისეობის მსურველთა რეგისტრაციას, ორი ტიპის მოხალისეები იქნებიან, ერთი ზოგადად მასშტაბურ ღონისძიებებში ჩაერთვება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და პრევენციის ღონისძიებებში იქნება და მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, კონკრეტულ ლოკაციებზე, ეს არის მაღალმთიანი ადგილები და სხვა ტერიტორიები, სადაც რთული რელიეფის გამო, ან სხვადასხვა პრობლემის გამო, სახანძრო სამაშველო ძალების რეაგირების დრო აღემატება დაახლოებით 30 წუთს. ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ მოქალაქეებს, ვისაც სურვილი ექნება, კონკრეტულ იმ დასახლებულ პუნქტებში გადავცეთ სახანძრო აღჭურვილობა, მათ შორის ის ავტომობილები, რომელთა ჩანაცვლებაც იგეგმება, მაგრამ ნორმალურ მდგომარეობაში და ასეთ ადგილებში, მაგალითად მაღალმთიან აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმში, მოხალისეებს შეეძლებათ სახანძროს მისვლამდე პირველადი რეაგირება განახორციელოს“, - განაცხადა  შალვა ხუციშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics