|
2018-11-16 15:36:59, 1611 ნახვა
საზოგადოება
ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე საექსპერტო სამუშაოები მიმდინარეობს
ზემო ფონიჭალაში N23 საცხოვრებელი კორპუსის დაზიანების ხარისხისა და შენობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით, ამ დროისთვის საექსპერტო სამუშაოები მიმდინარეობს., - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. მისი თქმით, აფეთქების ადგილზე შესაბამის სამუშაოებს თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები ატარებენ. „როგორც იცით, აფეთქებიდან რამდენიმე წუთში, კორპუსს ყველანაირი კომუნიკაცია შეუწყდა, თუმცა დღის ბოლომდე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგათ. დღესვე, მუშაობას დაიწყებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და წყალმომარაგებაც უახლოეს პერიოდში აღდგება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის თქმით, როგორც კი დასრულდება შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და მომზადდება ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა, თბილისის მერია დაზიანებული კორპუსის აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს. „სანამ ყველა რისკი არ იქნება თავიდან აცილებული და სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ეს კორპუსი არის საცხოვრებლად უსაფრთხო, იქამდე მოსახლეობა დარჩება დროებით საცხოვრებლებში“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები გუშინვე კრწანისის რაიონის გამგეობამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო და სხვადასხვა სასტუმროებში გადაანაწილა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)