|
2018-11-15 19:16:11, 1414 ნახვა
საზოგადოება
ზემო ფონიჭალის N23 კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახი დროებით საცხოვრებლებში დღესვე დაბინავდება
დედაქალაქის მერიამ ზემო ფონიჭალაში, N23 კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახისთვის დროებითი საცხოვრებელი ფართები უკვე მოიძია და ისინი დღესვე დაბინავდებიან. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ირაკლი ბენდელიანმა გარდაცვლილების ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ პირველი რიგის გადაუდებელი სამუშაოები უკვე დასრულდა. „მინდა გარდაცვლილების ოჯახს მივუსამძიმრო. ეს არამარტო ამ ოჯახის, არამედ მთელი ქალაქის და ქვეყნის ტრაგედიაა. უკვე დასრულდა პირველი რიგის გადაუდებელი სამუშაოები. რაც შეეხება ამ კორპუსში მცხოვრებ ოჯახებს, გამგეობა და დედაქალაქის მერია მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. ყველას უზრუნველვყოფთ საჭირო სახსრებით, სასტუმროთი და რისი გაკეთებაც შესაძლებელია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. 28 ოჯახთან შედგა კომუნიკაცია. მათთვის ნაპოვნია შესაბამისი ფართები, ოჯახის წევრებს მივცემთ საშუალებას, რომ გამოიტანონ პირადი ნივთები, დავაბინავებთ და არავინ დარჩება ყურადღების გარეშე“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. ზემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დღეს დილით მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე სართული დაზიანდა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)