|
2018-11-14 17:52:32, 1366 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების დანერგვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის პროექტის „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (ENI SEIS East II) მმართველი კომიტეტის მე-3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ჩართულობითა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ევროკავშირის ოთხწლიანი პროექტის მიმდინარეობა განიხილეს და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გარემოსდაცვითი ინფორმაციის შეგროვების, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდის კუთხით. ნინო თანდილაშვილმა ატმოსფერული ჰაერის და წყლის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილა და ამ მიმართულებით ჰაერისა და წყლის მონიტორინგის სადგურების მუშაობა დადებითად შეაფასა. შეხვედრაზე აგრეთვე გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე და გარემოს დაცვის მხარდაჭერაზე იმსჯელეს და საქართველოს მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით აღებული ვალდებულებები დადებითად შეაფასეს. შეხვედრის მონაწილეებმა გარემოსდაცვითი ინფორმაციის ევროპულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და გარემოს მდგომარეობის შესახებ შეფასების მიმდინარე ანგარიშები განიხილეს. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფარგლებში და ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების (SEIS) პრინციპების დანერგვას ახორციელებს. პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაუმჯობესება და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება წარმოადგენს. შეხვედრას ევროპის კომისიის, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გარემოს დაცვის და სტატისტიკის უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)