|
2018-11-14 15:45:17, 1325 ნახვა
საზოგადოება
წიგნის „ქართული ვაზის ჯიშები“ პრეზენტაცია გაიმართა
მწერალთა სახლში წიგნის „ქართული ვაზის ჯიშები“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროფესორ ლევან უჯმაჯურიძის, მწერალ გიორგი კაკაბაძის და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ლონდა მამასახლისაშვილის ავტორობით გამოიცა. წიგნში მოცემულია ინფორმაცია ვაზის ქართულ, ადგილობრივ და სელექციურ 614 ჯიშზე, თავმოყრილია ყველა ის მასალა, რომელიც ამა თუ იმ ჯიშის შესახებაა ცნობილი: დასახელება, სახელწოდების ახსნა, სინონიმები, ვაზის ისტორია, ბიოლოგიური აღწერა (ფოთოლი, მტევანი, მარცვალი), ვაზის ვეგეტაცია, მოსავლიანობა, ტექნიკური მონაცემები (მჟავიანობა - შაქრიანობა), მიღებული ღვინის დახასიათება და 300-ზე მეტი უნიკალური ფოტომასალა. წიგნი უნიკალურია იმ კუთხითაც, რომ მასში თავმოყრილია დღემდე, ქართველი, თუ უცხოელი მკვლევარების მიერ გამოცემული ვაზის ქართული ჯიშების შესახებ ინფორმაცია. წიგნის პრეზენტაციას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ღვინის კომპანიების წარმომადგენლები, მეღვინეები და დარგის სხვა სპეციალისტები ესწრებოდნენ. “ჩვენთვის მნიშნელოვანია გაგრძელდეს ის ისტორია, რომელიც ამპელოგრაფიული წიგნების გამოცემასთან დაკავშირებით გვაქვს. ბევრი რამ ჩვენს სფეროში იცველბა, მათ შორის ის კოლექცია, რაზეც ჩვენი ავტორები მუშაობენ, ხდება ახალი ჯიშების მოძიება და იდენტიფიკაცია. ჩვენი პოლიტიკა მევენახეობის კუთხით უკავშირდება ზუსტად იმ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და გაცოცხლებას, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე სამრეწველო ჯიშის არჩევა, რომელსაც დიდი პოტენციალი და ცნობადობა გააჩნია, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ჯიშების მრავალფეროვნება, რომელიც განვითარების უწყვეტი წყაროა. ეს მრავალფეროვნება კი სწორედ ჯიშების იდენტიფიკაციას, აღწერას და შეფასებას გულისხმობს და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ავტორებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. პირველ ეტაპზე წიგნი ქართულ ენაზე გამომცემლობის „პეგასი“-ს მიერ 1000 ეგზემპლიარად დაიბეჭდა. სამომავლოდ იგეგმება წიგნის ინგლისურ და გერმანულ ენოვანი ვერსიების გამოცემა.
(NS)
თავისუფლების მოედანზე რეჟიმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ვიდეო
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





