|
2018-11-14 12:21:31, 1200 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ახალ წელს დედაქალაქის მორთვაში ბიზნეს სექტორი წელსაც მიიღებს მონაწილეობას
„საახალწლოდ, დედაქალაქის მორთვაში ბიზნეს სექტორი წელსაც მიიღებს მონაწილეობას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ტრადიცია შარშან დამკვიდრდა და წელსაც გაგრძელდება. „ჩვენ გვქონდა კონკრეტული ადგილები, პარკები, სკვერები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიების მიერ იყო მორთული და გალამაზებული. გვინდა, ეს ტენდეცია წელსაც გაგრძელდეს. ბიზნესი უკვე აქტიურობს - მათ აქვთ სურვილი, სხვადასხვა ადგილები საახალწლოდ მორთონ და ჩვენ ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ასევე, პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს თხოვნით მიმართა, რომ ფასადები შესაძლებლობის ფარგლებში, საახალწლოდ გააფორმონ. „მინდა თხოვნით მივმართო პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს, რომ საახალწლოდ ყველამ, თუ არის ამის შესაძლებლობა, გარე ფასადზე ან შიგნით, თითო სათამაშო ჩამოკიდოს, რათა საახალწლო განწყობა შეიქნას“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ საახალწლოდ ქალაქში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)