|
2018-11-13 20:18:26, 1820 ნახვა
საზოგადოება
ხმაური საკრებულოში - ლევან ხაბეიშვილმა კალაძეს „ინტერის“ მაისური გაუგზავნა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც თბილისის მერი კახა კალაძე გააკრიტიკა და და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მისთვის მილანის „ინტერის“ მაისურის გადაცემა სთხოვა. „თბილისური და ქალაქური არ ესმის მერს და არაფრის გათვალისწინება არ უნდა. ხალხის წინააღმდეგ რომ არის სულ, დედაქალაქის მერს მის ენაზე მინდა, დაველაპარაკო. ეს არის მილანის „ინტერის“ ფორმა. „მილანი" და მილანის „ინტერი“ არიან დაპირისპირებულები და კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც "ინტერის" ფეხბურთელებს, როგორც მოწინააღმდეგეებს. ეს ფორმა გადაეცით კალაძეს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. მისმა გამოსვლამ მმართველი გუნდის წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი შეეცადა, ლევან ხაბეიშვილისთვის მისივე მოტანილი მაისური ჩაეცვა. ამის გამო მცირე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, თუმცა ვითარება მალევე განიმუხტა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)