21:50 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 14:00:56, 3681 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საკუთარ საწარმოში ადამიანებს ანაზღაურების გარეშე ამუშავებდა [ვიდეო]

უკრაინაში დანაშაულებრივი ჯგუფის 13 წევრი დააკავეს, რომლებიც ხალხის ექსპლუატაციით იყვნენ დაკავებული, - ამის შესახებ Strana.ua უკრაინულ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებდა.

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ჯგუფს ცოლ-ქმარი ხელმძღვანელობდნენ. მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო მისი მეუღლე უკრაინელია. პოლიციის თქმით, ისინი 38 წლის არიან.

მედიის ცნობით, მათ ოდესის ოლქში სოფლის მეურნეობის საწარმო შექმნეს, სადაც ასობით ადამიანი წლების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე მუშაობდა.  სამსახურში ძირითადად სოციალურად დაუცველი ხალხის აყვანა ხდებოდა, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ქუჩებსა და ვაგზლებზე პოულობდნენ. მათ სტაბილურ ხელფასს, საცხოვრებელსა და კვებას ჰპირდებოდნენ.

იმ ადამიანებს ვისაც ხსენებულ სამსახურზე ითანხმებდნენ, ართმევდნენ ტელეფონებს და საბუთებს, ხოლო ვინც წინააღმდეგობას უწევდა, სცემდნენ. დანაშაულებრივმა ჯგუფმა სულ 100-ზე მეტი ადამიანი მოატყუა. სპეცოპერაციის დროს სამარტალდამცველებმა 94 ადამიანი გადაარჩინეს. ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს იარაღი, ავტომობილები და ერთი მილიონი გრივნა.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics