|
2018-11-12 15:03:46, 1043 ნახვა
საზოგადოება
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“: მნიშვნელოვანია, მუქარის განმახორციელებელ პირთა იდენტიფიცირება მოხდეს
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მასზე და მის შვილებზე სიცოცხლის მოსპობის მუქარა ხორციელდება. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია მუქარის განმახორციელებელ პირთა იდენტიფიცირება მალევე განხორციელდეს. "მისივე განცხადებით, მიღებული მუქარის შეტყობინებები რეალურია, რადგან შესაძლებელია მუქარის განმახორციელებელ პირთა იდენტიფიცირება. მნიშვნელოვანია, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს შს სამინისტროს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 151-ე მუხლებით დაწყებული გამოძიება სწრაფად და ეფექტურად ჩატარდეს და მოხდეს მუქარის განმახორციელებელ პირთა იდენტიფიცირება. ამასთან, საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საგამოძიებო ორგანოებმა, გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდონ ინფორმაცია. საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნებში ჩართული ყველა ძალის მიერ სტაბილურობის და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება. ნებისმიერი მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები არ უნდა იყოს სიძულვილის ენის შემცველი ან/და რაიმე სახით ახდენდეს ძალადობის პროვოცორებას. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას აქტიურად მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს სტაბილური და არაძალადობრივი გარემოს შენარჩუნებისკენ, ხოლო საგამოძიებო ორგანოებმა ყველა ძალადობას, ძალადობის მუქარასა და თუ სხვა დანაშაულებრივ ქმედებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინონ", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)