|
2018-11-12 14:40:07, 1089 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე მოწერელია მეჩითოვზე: ინტერვიუ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და თითოეული ქართველის ღირსებას ეწინააღმდეგება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია სოციალური ქსელის საშუალებით იური მეჩითოვის ინტერვიუს გამოეხმაურა. როგორც გუბერნატორი წერს, 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არის უდიდესი ტრაგედია "ახლა მოვისმინე და სასწრაფოდ მინდა გამოვხატო ჩემი აღშფოთება იური მეჩითოვის ინტერვიუსთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა ვთქვა ის, რასაც, დარწმუნებული ვარ, ყველა სამშობლოს მოყვარე ადამიანი იზიარებს: 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არის უდიდესი ტრაგედია და ამავე დროს, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი აქტი. რამაც კიდევ ერთხელ დაანახა მთელს დემოკრატიულ სამყაროს საბჭოთა იმპერიის ნამდვილი სახე და, რაც მთავარია, საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას მოუტანა სანატრელი დამოუკიდებლობა - ის, რისთვისაც წლების განმავლობაში იღწვოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად. დიახ, ამ დღეს ჩვენს თავისუფლებას მსხვერპლად შეეწირნენ საბჭოთა იმპერიის მიერ განზრახ დახოცილი ქართველები და მათ შორის პატარა გოგონები. ამ დღის გახსენება დღესაც უდიდეს ტკივილს იწვევს ყველა ჩვენგანში. სამწუხაროდ, მე ახლა მოვისმინე სრულიად აღმაშფოთებელი ინტერვიუ, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ეროვნულობას და თითოეული ქართველის ღირსებას. ამიტომ აუცილებლად მივიჩნევ, რომ ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან მოჰყვეს სათანადო უმკაცრესი შეფასება. დარწმუნებული ვარ ეს იქნება უკანასკნელი პრეცედენტი და მომავალში ვერავინ გაბედავს ჩვენი ისტორიის შეურაცხყოფას", - წერს გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)